ველინგტონი - ველინგტონის რეცეპტი

ველინგტონი,  ფენოვან ცომში გახვეული ხორცი, თევზი ან სოსისი . . ერთობ პოპულარული მთავარი კერძია. ქვევით შეგიძლიათ იხილოთ ველინგტონის რეცეპტი. მოცემულ შემთხვევაში განხილული გვაქვს ხორცის ველინგტონი.

მისი წარმოშობის დადგენა ძნელია, ანუ, ბრიტანულია, ირლანდიური თუ ფრანგული - არავინ იცის. ცნობილი, კი ბრიტანელი მეომრის, ვატერლოუს ომის გმირის სახელითაა დღეისათვის.  ეს კლასიკური რეცეპტია, თუმცა, უამრავი ვარიაცია შეიძლება მოიფიქროთ.

ინგრიდიენტები

1. საქონლის რბილობი -500 გრ;

2. ფენოვანი ცომი - ხორცის გასახვევად საკმარისი;

3. სოკო - 400 გრ, ხახვი - 200 გრ, სოკოს მოსათუშად;

4. მდოგვი, სასურველია მარცვლოვანი - 3 სადილის კოვზი;

5. მარილი, წითელი წიწაკა, შავი პილპილის მარცვლები, ხმელი ქინძის მარცვლები; დაფქვილი ან ახლად გახეხილი მუსკატი - ყველაფერი თითო ჩაის კოვზი.

მომზადების წესი

1. ყველა სუნელი, რომელიც მოცემულია მე-5 პუნქტში, დანაყეთ. წაუსვით ხორცს ყველა მხრიდან, ისე რომ დაფაროს (იხ. სურათი). მოათავსეთ ხორცი კულინარიულ კონტეინერში ან ცელოფანში და შედგით მაცივარში. მინიმუმ 4 საათით, სასურველია 24 საათით;

2. სუფრაზე მიტანამდე 1 საათით ადრე - სოკო და ხახვი მოთუშეთ ერთად;

3. გაახურეთ აირღუმელი 160 გრადუსამდე. ხორცი გამოდგით მაცივრიდან და რამდენიმე ხანი დატოვეთ ოთახის ტემტერატურაზე. ასევე გაალღვეთ ფენოვანი ცომიც;

4. ხორცს მოასხით ცოტა ზეთი და  შეწვით ცხელ ტაფაზე ყველა მხრიდან - გვერდების შეწითლებაბდე. დაახლოებით თითო გვერდი მოითხოვს 2 წუთამდე დროს (იხ. სურათი);

5. ხორცი და სოკო შეაგრილეთ;

6. გაშალეთ ფენოვანი ცომი 5-6 მმ სისქეზე და დაადევით სოკო, ზემოდან ამ სოკოს დაადეთ ხორცი და ხორცს გადაუსვით მდოგვი სქელ ფენად (იხ. სურათი);

7. გადაახვიეთ ცომი. შეგიძლიათ მორთოთ სხვადასხვა ფორმის ცომით. ბოლოს წაუსვით გათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში შუა სექციაზე (იხ. სურათი);

8. ღუმელში აანთეთ მხოლოდ ქვედა სექცია, როცა ცომი ამოიწევა, გაფუვდება და უკვე მხად არის, აანთეთ ღუმელის ზედა ნაწილიც, რომ ლამაზად დაიბრაწოს;

9. გადმოიღეთ ფართე ლანგარზე და აცალეთ შეგრილება. დაჭერით  ბასრი დანით.

ახალი მოთხრობები

ლანკაშრული ჩათუშული - გაიგეთ რა არის ლანკაშრული და როგორია ლანკაშრული ჩათუშულის რეცეპტი. საუკეთესო ბრიტანული კერძის რეცეპტი.
ველინგტონი - გაიგეთ რა არის ხორცის ველინგტონი და წაიკითხეთ ჩვენი ველინგტონის რეცეპტი. საუკეთესო კერძების დეტალური განხილვა და რეცეპტები