რუსული სალიანკა - გემრიელი სალიანკის რეცეპტი

რუსული სალიანკა, ანუ როგორ შეგიძლიათ მიირთვათ "უამრავი" სხვადასხვა კერძი ერთი თეფშიდან. სალიანკის რეცეპტი - საუკეთესო ვერსია.

წვნიანი, რომლის არაჩვეულებრივ თაიგულს მოიცავს, როგორც ხორცეულის, ასევე ბოსტნეულის.

სალიანკა, რომელიც განსაკუთრებით ფასობს ნაბახუსევზე თავისი ნოყიერებისა და არომატულობის გამო.

ინგრიდიენტები

ხორცი:

1. საქონლის რბილობი - 500 გრ;

2. ძვლიანი ნაწილი - 200 გრ;

3. ქათმის - 300 გრ;

4. საქონლის ენა - ერთი ცალი;

ძეხვეული:

1. სოსისი: შესაწვავი, შებოლილი;

2. ძეხვი: სარდელი, სალიამი;

3. შებოლილი ხორცი (ვიჩინა).

თითო სახეობა უნდა იყოს 150-200 გრამი, გააჩნია სახეობათა რაოდენობას. ანუ შეზღუდული არ ხართ რამდენი სახეობის ძეხვეული იქნება გამოყენებული;

ბოსტნეული:

ხახვი - 3 საშუალო ზომის თავი;

სტაფილო - 250 გრ;

სოკო: 1. შამპინიონი - 1 ქილა, 2. ხის სოკო - 300 გრ;

მჟავე კიტრი - 400 გრ.ქილა;

ზეთის ხილი -  1 ქილა;

ჯუჯა სიმინდის კონსერვი - 1 ქილა;

კაპერსი - 1 ქილა. შენიშვნა: ამის ჩანაცვლება შეიძლება როგორც ჯონჯოლით, უკვე მზა წვნიანში ჩაშვებით, ასევე უფრო მეტი მჟავე კიტრის დამატებით.

სუნელები:

მარილი, დაფნა, წითელი წიწაკა, შავი პილპილი, სურნელოვანი პილპილი, ტომატის პასტა, ბულგარული წიწაკა - ნახევარი, ნიორი 3-4 კბილი.

მომზადების წესი

1. მოამზადეთ რთული ბულიონი: პირველ რიგში იხარშება საქონლის ენა, შემდეგ ემატება საქონლის ძვლები და რბილობი და ბოლოს ქათმის ხორცი. (საქონლის ენა აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია). ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი და დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა თესლად;

2. ცალკე მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, ამასვე დაუმატეთ გარეცხილი და კუბიკებად დაჭრილი ხის სოკო;

3. ასევე კუბიკებად დაჭერით ძეხვეულიც. ნაწილი შეწვით, მეორე ნაწილს კი პირდაპირ ჩაუშვებთ ქვაბში,  მოგვიანებით;

4.  მოხარშული ხორცი ამოალაგეთ ლანგარზე და დაჭერით ასევე კუბიკებად, სასურველია ცოტათი შეაწითლოთ და ისე ჩააბრუნოთ ქვაბში;

5. მწნილები და ბულგარული წიწაკა დაჭერით ასევე კუბიკებად, ოღონდ შედარებით მცირე ნაჭრებად ვიდრე ხორცი;

6.  ნიორი გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად, ან გამოიყენეთ საჭყლეტი;

7. ბოლო ეტაპი: როცა ყველაფერი შემწვარ-მოხრაკულია და დაჭრილია - მოემზადეთ ბოლო 10 წუთისათვის, რადგან სწორედ ეხლა არის ის გადამწყვეტი მომენტი, ექნება თუ არა თითეულ კოვზს განსხვავებული გემო, მოკლედ: მზა ბულიონში ჩაუშვით მოთუშული ხახვი-სტაფილო-სოკო, მიაყოლეთ მოხარშული და დაჭრილი ხორცი, ასევე არ დაგავიწყდეთ ძეხვეულიც. ჩაამატეთ დაჭრილი მჟავე კიტრი, რგოლებად დაჭრილი ზეთის ხილი, სიმინდიც და ქილის შამპინიონის, (თუ ზომა მოითხოვს ესეც გაჭერით შუაზე). არ დაგავიწყდეთ ბულგარული წიწაკა და ნიორი. 3-4 წუთის ხარშვის შემდეგ გასინჯეთ გემო და გემოვნების მიხედვით დაამატეთ მჟავე კიტრის წვენი: დაახლოებით 200 ლმ. მარილი და წიწაკა.

ახალი მოთხრობები

ლანკაშრული ჩათუშული - გაიგეთ რა არის ლანკაშრული და როგორია ლანკაშრული ჩათუშულის რეცეპტი. საუკეთესო ბრიტანული კერძის რეცეპტი.
ველინგტონი - გაიგეთ რა არის ხორცის ველინგტონი და წაიკითხეთ ჩვენი ველინგტონის რეცეპტი. საუკეთესო კერძების დეტალური განხილვა და რეცეპტები