რატატუი და ატრია

რატატუი  რეცეპტი

მასალა:

3 ცალი დიდი ბულგარული წიწაკა

2-3 ცალი პატარა ყაბაყი

2 თავი ხახვი

2-3 ცალი ბადრიჯანი

თითო ძირი ძირა და რეჰანი

5 ცალი პამიდორი

გემოვნებით – ოხრახუში და მარილი

სიგრძეზე ოთხად გაჭრილი ბადრიჯანი მსხვილად დაჭერით. წვრილად დაჭერით წიწაკა. ზეთში მოშუშეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ყაბაყი და ბადრიჯანი, ნიორი, სუნელები და ჩაასხით 1/2 ჭიქა წყალი.

ბოლოს ჩაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი, დაახურეთ ხუფი და შუშეთ ისევ 20 წუთის განმავლობაში და თქვენი რატატუი მზად არის.

მიირთვით შემწვარ ხორცთან, თეთრ პურთან და წითელ ღვინოსთან ერთად.

ატრია რეცეპტი

ინგრედიენტები (8 პორცია):

2 ცალი კვერცხი

1 ჩაის კოვზი მარილი

1/4 ჭიქა კოვზი რძე

2 ჭიქა გაცრილი ფქვილი

პირველი ეტაპი:
ათქვიფეთ კვერცხი. შეურიეთ მარილი და რძე. ჩაუმატეთ ფქვილი (მეტი სისქისთვის შეგიძლიათ ფქვილს ჯერ ერთი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა შეურიოთ). მოურიეთ და მიღებული ცომით გააკეთეთ ორი თანაბარი ზომის ბურთულა.

მეორე ეტაპი:
ბურთულები გააბრტყელეთ და დადგით 20 წუთით. შემდეგ, დაჭერით ზოლებად და ერთმანეთს დააშორეთ უკეთ გასაშრობად (შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი ფქვილიც). დაახლოებით 2 საათით დატოვეთ გამოსაშრობად.

მესამე ეტაპი:
როდესაც ცეცხლზე შემდგარი წყალი თუ წვნიანი* კარგად გაცხელდება (დუღილის პირამდე), ჩაყარეთ მასში ცომის ზოლები და მაქსიმუმ 10 წუთში თქვენი ატრია მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!

ახალი მოთხრობები

ლანკაშრული ჩათუშული - გაიგეთ რა არის ლანკაშრული და როგორია ლანკაშრული ჩათუშულის რეცეპტი. საუკეთესო ბრიტანული კერძის რეცეპტი.
ველინგტონი - გაიგეთ რა არის ხორცის ველინგტონი და წაიკითხეთ ჩვენი ველინგტონის რეცეპტი. საუკეთესო კერძების დეტალური განხილვა და რეცეპტები