მაფინები - მაფინები ჟოლოთი და მაფინები შოკოლადით

უგემრიელესი დესერტის რეცეპტი აღმოვაჩინე და მინდა გაგიზიაროთ. ამ დესერტს ქვია მაფინები და წარმოადგენს მცირე ზომის პატარა ნამცხვრებს, რომლებიც ჩაისთან ან სხვა სასმელთან შეგიძლიათ მიირთვათ. თანაც შეგიძიათ გაამზადოთ მაფინები შოკოლადით და მაფინები ჟოლოთი ან ორივე ერთად. ქვევით წარმოგიდგენთ ამ ძალიან გემრიელი შეზავებული ვარიანტის რეცეპტს. მოიმარჯვეთ ინგრედიენტები და დაიწყეთ კეთება! მაშ ასე.

ინგრედიენტები:

150 გრ. კარაქი ან მარგარინი

100 გრ. შაქარი

3 ც. კვერცხი

100 გრ. შოკოლადი

150-200 გრ. ფქვილი

სოდა

ძმარი

კრემისთვის

100-150გრ ჟოლო (ან ნებისმიერი კენკრა)

300 გრ. ხაჭოს ყველი

1 ც. კვერცხი

50გრ. შაქარი

მომზადების წესი:

ცომი: კარაქს შევათქვიფოთ შაქარი, დავუმატოთ კვერცხი და დაჭრილი შოკოლადი. დავუმატოთ სოდა ძმრით და ფქვილი.

კრემი: ათქვეფილ კვერცხ დავუმატოთ ხაჭოს ყველი და კარგად ავურიოთ. დავამატოთ ჟოლო და ფრთხილად ამოვურიოთ.

ფორმებში ჯერ ცომი მოვათავსოთ ნახევრამდე და ზემოდან 2 ჩ.კ კრემი. შევდგად ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წუთით

მე მყარი სამაფინე არ მქონდა და ქაღალდის ფორმაში ჩავასხი რამაც ცომისა და კრემის ერთმანეტში აზელვა გამოიცვია ზოგიერთ მაფინში, თან მაფინის ფორმაც დაეკარგა და რაგაც საოცარი ფორმის ე.წ. მაფინი გამომივიდა როგორც ფოტოზე ხედავთ.

ისე ამის გაკეთება მგონი ჩვეულებრივ ნამცხვრის ფორმაშიც შეიძლება, მაფინი კი ლამაზი შესახედავია მაგრამ როცა ფორმები არ გაქვს სხვა ალტერნატივაც არსებობს

გაუყავით მაფინები მეგობრებს და კოლეგებს, ისინი ნამდვილად მადლობელი დაგრჩებიან.

ახალი მოთხრობები

ლანკაშრული ჩათუშული - გაიგეთ რა არის ლანკაშრული და როგორია ლანკაშრული ჩათუშულის რეცეპტი. საუკეთესო ბრიტანული კერძის რეცეპტი.
ველინგტონი - გაიგეთ რა არის ხორცის ველინგტონი და წაიკითხეთ ჩვენი ველინგტონის რეცეპტი. საუკეთესო კერძების დეტალური განხილვა და რეცეპტები