ლანკაშრული ჩათუშული ან უბრალოდ ლანკაშრული

ინფორმაცია მოკლედ: ლანკაშრული ჩათუშული ან მოკლედ ლანკაშრული ტრადიციული ინგლისური კერძია, რომელიც პირველად ლანკაშირში, ჩრდილო-დასავლეთ ბრიტანეტში იქნა მომზადებული. ძირითადად მზადდება ცხვრის ხორცის, კარტოფილისა და სტაფილოსგან. სუნელებად კი მარილი და წიწაკაა მთავარი. მზადდებოდა დიდი სუფრებისათვის (სიმარტივისა და ადვილად მომზადების გამო) . . . იხილეთ ლანკაშრული ჩათუშულის რეცეპტი

ინგრიდიენტები

ხორცი, ცხვრის ან საქონლის რბილობი - 1 კგ;

კარტოფილი, საშუალო ზომის - 1 კგ;

სტაფილო - 600 გრ;

ხახვი - 400 გრ;

მარილი, წიწაკა, კარაქი -30 გრ;

მუსკატი, დაფქვილი - 1 ჩაის კოვზი.

ღრმა ქვაბი, ღუმელში შესადგმელად, ან მაალ კიდეებიანი თუნუქის ფურცელი.

მომზადების დრო 15 წუთი, ღუმელში - 2 სთ;

მომზადების წესი

1. დაჭერით ხორცი 2-3 სმ კუბებად;

2. დაჭერით კარტოფილი მრგვალ, 0.5 სმ სისქის რგოლებად;

3. დაჭერით სტაფილო - 0.4 სმ სისქის რგოლებად;

4. დაჭერით ხახვი წვრილად;

5. მოსამზადებელ ქვაბში მოაფინეთ ხორცი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, დაფარეთ ხახვით, შემდეგ სტაფილოთი და ბოლოს კარტოფილით (ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები). ზემოდან ფრთხილად დაასხით წყალი, ისე, რომ ონდავ დაფაროს კარტოფილი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 2 საათით;

6. ბოლოს მოუსვით კარაქი და მოაყარეთ მუსკატი. შეაბრუნეთ ღუმელში 5 წუთით, თავის მოსაწითლებლად.

დამატებითი ინფორმაცია

უფრო მალე მომზადების წესსაც გაგიზიარებთ:

1. ყველაფრის დაჭრის შემდეგ, ისე როგორც 1-4 პუნქტებშია აღწერილი, ხორცი დადევით გახურებულ ტაფაზე და მოშუშეთ, დარბილების შემდეგ შეაწითლეთ, დაამატეთ ხახვი. ხახვის ჩათუშვის შემდეგ გამორთეთ და დაუმატეთ სუნელები;

2. სტაფილო და კარტოფილი ნახევრად მოხარშეთ, სასურველია ცალ-ცალკე მოხარშოთ. შემდეგ გადაუწურეთ წყალი და გააგრილეთ;

3. აირღუმელში შესადგმელ ჭურჭელში ჩაუშვით მოთუშული ხორცი, ზემოდან მოაწყვეთ სტაფილო და შემდეგ კარტოფილი, თუ ხორცის მომზადებისას წვენი გადაინახული გქონდათ - მოასხით ის წვენი, თუ არა მოასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი ან ბულიონი. მოაყარეთ მუსკატი, გადაუსით კარაქი და შედგით ღუმელში 20-25 წუთით;

4. ასე, მართალია ტრადიციული წესით გაკეთებული არ გამოვა, თუმცა უფრო მალე მზადდება და თან უფრო გემრიელიც არის შებრაწული ხორცით.

ახალი მოთხრობები

ლანკაშრული ჩათუშული - გაიგეთ რა არის ლანკაშრული და როგორია ლანკაშრული ჩათუშულის რეცეპტი. საუკეთესო ბრიტანული კერძის რეცეპტი.
ველინგტონი - გაიგეთ რა არის ხორცის ველინგტონი და წაიკითხეთ ჩვენი ველინგტონის რეცეპტი. საუკეთესო კერძების დეტალური განხილვა და რეცეპტები