ნიგვზიანი ბადრიჯანი - ნიგვზიანი ბადრიჯანის რეცეპტი

საკმაოდ მსუბუქი და გემრიელი რეცეპტი, ბადრიჯანი ნიგვზით ბევრ გურმანს მოეწონება, ეს არის საუკეთესო ნიგვზიანი ბადრიჯანის რეცეპტი:

ინგრიდიენტები

საჭირო მასალა: ბადრიჯანი -250გ (ერთი ცალი); ნიგოზი-50გ; ქინძის თესლი- 1 ჩაის კოვზი; ნიორი 2 კბილი; ძმარი - 1 ჩაის კოვზი, მარილი, წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი გემოვნებით.

ბადრიჯნის რაოდენობის ზრდასთან ერთან იზრდება სხვა მასალის რაოდენობაც.

მოცემული ბადრიჯნიდან გამოდის დაახლოებით 8 ნაჭერი.

შესაწვავად საჭირო ფართე ძირიანი ტაფა. ფილთა ქვა, ნიგვზის სახეხი.

მომზადების წესი

მომზადების წესი: ბადრიჯანი გარეცხეთ და მოაჭერით ყუნწიანი ბოლო, აგრეთვე აათალეთ ორ საპირისპირო მხარეს კანი თხლად და დაჭერით სიგრძივად 5-7 მმ სისქის ნაჭრებად, წაუსვით მარილი გემოვნებით და შეწვით გახურებულ, ზეთ მოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

გულსართი: გახეხეთ ნიგოზი. დაუმატეთ მარილი, ახლად დანაყილი ან/და დაფქვილი ხმელი ქინძი, მარილი, წიწაკა, დანარჩენი სუნელიც და აურიეთ, დაამატეთ ძმარი, დაჭყლეტილი ან დანაყილი ნიორი. დაუმატეთ გადადუღებული და გაცივებული წყალი, რომ მიიღოთ საშუალო სისქის მასა (როგორც სურათზეა მოცემული). ბოლოს კი ჩაუმატეთ რამდენიმე კოვზი ზეთი, რომელიც დაიწურა იმ თეფშზე, რომელზეც შემწვარი ბადრიჯანი ცივდებოდა, ან/და გადმოიღეთ იმ ტაფიდან რაზეც შეწვით : 2-3 კოვზის ოდენობით. ასე ნიგვზიანი მასა ადვილად არ გამოშრება და თან გემოც უკეთესი ექნება. გულსართის მიღებული მასა უნდა იყვეს იმაზე ოდნავ უფრო მარილიანი, როგორსაც საბოლოოდ მომზადებულ ნიგვზიან ბადრიჯანს მიირთმევთ, რადგან  ეს მარილი ბადრიჯანზეც გადანაწილდება.

ბოლო ეტაპი: ბადრიჯანს ორივე მხრიდან წაუსვით ნიგვზიანი მასა და შემდეგ მიეცით ფორმა. ბადრიჯნის ფორმა შეიძლება იყვეს სხვადასხვანაირი: ორად ან სამად გაკეცილი; დახვეული მრგვალად; ყვავილის ფორმით და ა.შ. ეს დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიაზე, დროზე და რათქმა უნდა ბადრიჯნის ფორმაზეც.

გაფორმება: მზა ნიგვზიანი ბადრიჯანი შეიძლება დააწყოთ სალათის ფოთლებიან ლანგარზე, ირვგლივ მოუწყოთ პატარა (ჩერი) პამიდორები, ან მოაყაროთ დარჩეული ბროწეული. აგრეთვე შეგიძლიათ ბადრიჯანთან ერთად შეწვათ გრძლად დაჭრილი წითელი ან ყვითელი ბულგარული წიწაკა და ბადრიჯნის გადახვევისაც დაურთოთ გულში, როგორც ყვავილის გული. ასევე შეიძლება გამოიყენოთ სტაფილოც.

ახალი მოთხრობები

ლანკაშრული ჩათუშული - გაიგეთ რა არის ლანკაშრული და როგორია ლანკაშრული ჩათუშულის რეცეპტი. საუკეთესო ბრიტანული კერძის რეცეპტი.
ველინგტონი - გაიგეთ რა არის ხორცის ველინგტონი და წაიკითხეთ ჩვენი ველინგტონის რეცეპტი. საუკეთესო კერძების დეტალური განხილვა და რეცეპტები