დიეტა - როგორია სწორი კვება

დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის დიეტა. ეს არის სწორი კვების რეჟიმი, რომელსაც, როგორც წესი დიეტოლოგი უნიშნავს პაციენტს რაღაც მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი შეიძლება იყოს დაკლება, მომატება, კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოწესრიგება და ა.შ.

სიტყვა დიეტა, გამოიყენება ორი მნიშვნელობით: როგორც საკვები და სპეციფიური კვების რეჟიმი, რომელიც განკუთვნილია წონის კორექციისთვის ან ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. ერთ-ერთი განმარტებით, დიეტა არის სპეციალურად შერჩეული რაოდენობა საკვების, სპეციფიური ქიმიური შემადგენლობით, კალორიების რაოდენობით და კულინარიული მომზადების წესით.

რატომღაც ადამიანებს წარმოექმნათ შეხედულება, რომ დიეტა არის კვება შეზღუდვების შეგნებულად ან იძულების მიზნით, გემრიელი და მრავალფეროვანი საკვების მიღების. თუმცა დიეტის თავდაპირველი, ძველ ბერძნული მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართო იყო და ის ფაქტობრივად ცხოვრების წესს წარმოადგენდა-როგორც ხელოვნებას საკუთარი მოთხოვნილებების მართვა, გონივრულად კვება და  საკუთარი ბიოლოგიური რიტმების ცოდნა. დიეტების შექმნით და რეკომენდაციით დაკავებულია მედიცინის დარგი დიეტოლოგია.

როდესაც საქმე ეხება დაკლება-მომატებას, დიეტოლოგი პაციენტს ინდივიდუალურ დიეტას ურჩევს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (მაგ. სისხლის ჯგუფი, სიგამხდრე-სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები, ჯანმრთელობის მდგომარეობა). ზუსტად ამიტომ არის, რომ უგულავას დიეტა ყველას არ ახდუნებს, ან ჯერ ახდუნებს და მერე ასუქებს. ერთ ადამიანისთვის შექმნილი დიეტა იშვიათად იმოქმედებს ასევე ეფექტურად მეორე ადამიანზეც.

ანუ ნორმალური დიეტოლოგის მიერ დანიშნული დიეტა თქვენ არ გავნებთ. პირიქით, მიზანს ისე მიაღწევთ, რომ ორგანიზმს არ დაიზიანებთ.

ის “დიეტები”, რომლებსაც ნათესავ-მეგობრებისგან იწერთ, არ არის სპეციალურად თქვენთვის შექმნილი და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ დიეტოლოგის მიერ არ არის დაწერილი. ასე რომ ფრაზებს: “ჩემმა ბიძაშვილმა 9 კილო დაიკლო ამით” და “მე 5 კილო დავიკელი 2 დღეში” ნუ დახამდებით :))

ჯობია ისევ მიმართოთ ნაცად და გრძელვადიან ხერხს, რომელიც შაქრის, მარილის, ცომეულის და ცხიმიანის შემცირებას (შემცირებას და არა ამოღებას) გულისხმობს და ცოტა ივარჯიშოთ, ვიდრე ორგანიზმი დაიზიანოთ. თან მენდეთ, ისე დაიზიანებთ, რომ ცხოვრებაში იმ წონაზეც ვერ დაბრუნდებით, რა წონითაც “დიეტა” დაიწყეთ.

ახალი მოთხრობები

ლანკაშრული ჩათუშული - გაიგეთ რა არის ლანკაშრული და როგორია ლანკაშრული ჩათუშულის რეცეპტი. საუკეთესო ბრიტანული კერძის რეცეპტი.
ველინგტონი - გაიგეთ რა არის ხორცის ველინგტონი და წაიკითხეთ ჩვენი ველინგტონის რეცეპტი. საუკეთესო კერძების დეტალური განხილვა და რეცეპტები