ბურიტო - ბურიტოს რეცეპტი

ბურიტო მექსიკელების საყვარელი საჭმელია მას ხშირად მიირთმევენ. ქვევით შეგიძლიათ იხილოთ ბურიტოს რეცეპტი და მისი მომზადების წესი. თქვენ თვითონ მოამზადეთ და მიირთვით ნამდვილი მექსიკური ბურიტო.

მასალა:

900გ ღორის ხორცი (სუკი)

1ს/კ ზეთი

1,5 ჭიქა ბულიონი

1 ჭიქა ტომატის პასტა

1 ჩ/კ დაჭრილი ჩილი (ცხარე წიწაკა)

½ ჩ/კ ფორთოხლის ცედრა

8 ცალი ტორტილიასი

მარილი გემოვნებით

ღორის ხორცს მოვაყაროთ მარილი, წავუსვათ ზეთი, გადავიტანოთ ტაფაზე და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ 180 გრადუსიან ღუმელში. ვამყოფოთ იქ, სანამ ხორცი არ შეწითლდება და დარბილდება. ამავდროულად მოვამზადოთ სოუსი: ქვაბში ჩავასხათ ბულიონი, ტომატის პასტა, ფორთოხლის ცედრა და წიწაკის ნაჭრები. წამოვადუღოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე თავსახურის გარეშე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სანამ სოუსი არ შესქელდება.

შემწვარი ღორის ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, ჩავყაროთ სოუსთან ერთად ქვაბში და წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. შევახვიოთ ტორტილიასი (იხილეთ რეცეპტი) ფოლგაში და გააცხელეთ ღუმელში. თითოეულ ტორტილიასზე დავაწყოთ ხორცის მასა და შევახვიოთ რულეტის მსგავსად. მაგიდასთან მივიტანოთ არაჟანთან ან წითელ ლობიოსთან ერთად.

ტორტილიასის მოსამზადებელი რეცეპტი:

შევურიოთ სიმინდის ფქვლი, მარილი, მარგარინი, წყალი და მოვზილოთ ცომი. ცომისგან გავაკეთოთ ქათმის კვერცხის ოდენა ბურთები და გავაჩეროთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ეს ბურთები გავაბრტყელოთ 15 სანტიმეტრის დიამეტრის ფენებად და შევწვათ მშრალ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე ორი წუთით ერთიმხარე, სამი წუთით მეორე მხარე. ტორტილიასი შეგვიძლია მივირთვათ წვნიანთან ერთად, ან როგორც ცალკე კერძი შიგთავსით. შიგთავსი მოვათავსოთ ცომზე, შევახვიოთ რულეტის მსგავსად და შევწვათ ზეთში.

შიგთავსისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ: დაბეგვილი მოხარშული ან შემწვარი ხორცი, გახეხილი ყველი, დაკეპილი ხახვი, მოხარშული კვერცხი, ცხარე ტომატის სოუსი ლობიოსთან ერთად.

ახალი მოთხრობები

ლანკაშრული ჩათუშული - გაიგეთ რა არის ლანკაშრული და როგორია ლანკაშრული ჩათუშულის რეცეპტი. საუკეთესო ბრიტანული კერძის რეცეპტი.
ველინგტონი - გაიგეთ რა არის ხორცის ველინგტონი და წაიკითხეთ ჩვენი ველინგტონის რეცეპტი. საუკეთესო კერძების დეტალური განხილვა და რეცეპტები