ჯანსაღი კვება - რეცეპტები და დიეტა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებსაიტზე სადაც თქვენ საშუალება გეძლევათ გაიგოთ თუ რა არის ჯანსაღი კვება, როგორ გავიცვათ დიეტა და იხილოთ სხვადასხვა საჭმელის რეცეპტები.
კვება ადამიანებისთვის ერთერი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საბოლოო ჯამში ჯანსაღი და სწორი კვება, აგაცილებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, დაგეხმარებათ წონის კონტროლსა და შენარჩუნებაში.
ჯანსაღია ისეთი კვება, რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საჭმელი ელემენტებით უზრუნველყოფს. იგი შეესაბამება სხეულის მოთხოვნილებას ენერგიაზე და ამავე დროს სხეულს ოპტიმალურ წონას უნარჩუნებს. სურსათის დაყოფა აბსოლუტურად მავნე და ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო პროდუქტებად შეუძლებელია - ამის გადაწყვეტა საკუთარ სხეულს უნდა მიანდოთ. ის თავად გაარკვევს, რომელი პროდუქტი არის მისთვის სასარგებლო და რომელი ზიანის მომტანი. ადამიანის სხეული ძალადობას ვერ ეგუება.
საჭმელი ელემენტებით სხეულის მთავარი მომმარაგებელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტია - კომპლექსური ორგანო, რომლის ფუნქციასაც საჭმლის მონელება წარმოადგენს. საჭმლის მონელებისას საჭმელი ფიზიკურ, მექანიკურ და ქიმიურ დამუშავებას განიცდის. სასარგებლო გადამუშავებული ელემენტები შეიწოვება, საჭმელის უვარგისი და მოუნელებელი ნაწილი კი სხეულიდან. საჭმელი ელემენტებით სხეულის მომარაგება საკმარისი არ არის; საჭიროა მიღებული სურსათიდან იმ ელემენტების გამოყოფა, გარდაქმნა და ათვისება, რომლებიც აუცილებელია სხეულის სიცოცხლისა და ცხოველქმედებისთვის.
სრულფასოვანი კვება
რაციონალური ანუ სრულფასოვანი კვების საფუძველს მიღებულ საკვებში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური თანაფარდობა წარმოადგენს.
აითვისეთ ის, რაც მიიღეთ
მიღებული ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს დანაკარგს, ანუ მიღებული საჭმელის ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს სხეულის ენერგეტიკული დანახარჯის ტოლი. რაციონალური კვების ეს პრინციპი ყველაზე ხშირად ირღვევა.
მიიღეთ მხოლოდ ის, რაც ორგანიზმს სჭირდება
საჭმელის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს სხეულის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას, რომელიც თავად ყველაზე უკეთ განსაზღვრავს, რისი მიღება სჭირდება ამა თუ იმ დროს. ყოველდღიურად ორგანიზმში უნდა მოხვდეს საჭმელის 60-მდე სხვადასხვა ინგრედიენტი, რომელთა დიდი ნაწილიც ორგანიზმში მეტად საჭირო ელემენტებს წარმოქმნის.
დაიცავით კვების რეჟიმი
საჭმელი ორგანიზმს უნდა მიეწოდოს რეგულარულად, განსაზღვრული რეჟიმით. საჭმელის უტილიზაციას იგი თავად ახდენს.
წაიკითხეთ მეტი ჩვენს ვებსაიტზე და აღმოაჩინეთ ჯანსაღი კვება, შეინარჩუნეთ შესაბამისი დიეტა და ისწავლეთ ახალი, გემრიელი რეცეპტები.
ახალი მოთხრობები

